ჰოსტინგის შეძენა — სწრაფი და საიმედო ჰოსტინგი შენი საიტისთვის

SSD ჰოსტინგი cPanel-ით, უფასო SSL სერტიფიკატით, სარეზერვო ასლებით და ქართულენოვანი მხარდაჭერით. აირჩიე პაკეტი — 15 ₾-დან თვეში.

ჰოსტინგის პაკეტები

Start

15 ₾
თვეში

ერთი პატარა საიტისთვის ან ლენდინგისთვის

  • 1 საიტი
  • 5 GB SSD დისკი
  • 5 ელფოსტა შენს დომენზე
  • 2 MySQL ბაზა
  • უფასო SSL სერტიფიკატი
  • cPanel მართვის პანელი
  • კვირეული სარეზერვო ასლი
შეიძინე

Plus

20 ₾
თვეში

მცირე ბიზნესის საიტისთვის

  • 3 საიტი
  • 15 GB SSD დისკი
  • 15 ელფოსტა შენს დომენზე
  • 5 MySQL ბაზა
  • უფასო SSL სერტიფიკატი
  • ყოველდღიური სარეზერვო ასლი
  • საიტის უფასო გადმოტანა
შეიძინე

Pro

70 ₾
თვეში

დიდი მაღაზიისა და რამდენიმე პროექტისთვის

  • ულიმიტო საიტები
  • 100 GB SSD დისკი
  • ულიმიტო ელფოსტა
  • ულიმიტო MySQL ბაზები
  • უფასო SSL სერტიფიკატი
  • ყოველდღიური სარეზერვო ასლი (30 დღე ინახება)
  • საიტის უფასო გადმოტანა
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა
შეიძინე

ფასები მითითებულია თვეზე. დომენი ცალკე რეგისტრირდება — დაგეხმარებით მის შერჩევასა და მიბმაში.

საიტის გადატანა სხვა ჰოსტინგზე?

გადავიტანთ ფაილებს, ბაზას და ელფოსტას — შემოწმებით და გათიშვის გარეშე. 100 ₾-დან 250 ₾-მდე, სირთულის მიხედვით.

საიტის მიგრაცია
ყველა პაკეტში

რას მოიცავს WebStrategy-ს ჰოსტინგი

SSD დისკები

გვერდები სწრაფად იტვირთება — ეს მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია და Google-ისთვისაც.

უფასო SSL (HTTPS)

უსაფრთხო კავშირი და „დაცული საიტის“ ნიშანი ბრაუზერში. სერტიფიკატი ავტომატურად ახლდება.

cPanel მართვის პანელი

ფაილები, მონაცემთა ბაზები, ელფოსტა და დომენები — ყველაფერი ერთ მარტივ პანელში.

PHP 8 და MySQL

თანამედროვე გარემო PHP/MySQL საიტებისთვის, ადმინ პანელებისა და CMS-ებისთვის.

ელფოსტა შენს დომენზე

პროფესიონალური მისამართები, მაგალითად info@შენიკომპანია.ge, spam-ისგან დაცვით.

სარეზერვო ასლები

რეგულარული backup-ები — შეცდომის ან დაზიანების შემთხვევაში საიტს სწრაფად აღვადგენთ.

დაცვა და მონიტორინგი

ვირუსებისგან დაცვა, სერვერის მონიტორინგი და სტაბილური მუშაობა.

ქართულენოვანი მხარდაჭერა

გეხმარებიან ის სპეციალისტები, ვინც საიტებს თავად ქმნის. საიტის გადმოტანაშიც დაგეხმარებით.

როგორ შევიძინო ჰოსტინგი

  1. აირჩიე პაკეტი

    შეადარე პაკეტები და დააჭირე „შეიძინე“ იმაზე, რომელიც შენს საიტს შეეფერება.

  2. შეავსე მოთხოვნა

    მიუთითე დომენი, საკონტაქტო ინფორმაცია და გჭირდება თუ არა საიტის გადმოტანა.

  3. დაგიკავშირდებით

    დაგიზუსტებთ დეტალებს და გამოგიგზავნით ინვოისს.

  4. ჰოსტინგი მზადაა

    გადახდის შემდეგ მიიღებ cPanel-ის წვდომას — საჭიროების შემთხვევაში საიტსაც გადმოგიტანთ.

რატომ არის ჰოსტინგის არჩევანი მნიშვნელოვანი

ჰოსტინგი არის სერვერი, სადაც საიტის ფაილები და მონაცემთა ბაზა ინახება. მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაიხსნება საიტი, რამდენად დაცული იქნება და რამდენად სტაბილურად იმუშავებს. ნელი ან ხშირად გათიშული სერვერი კარგავს ვიზიტორებს, შეკვეთებს და პოზიციებს Google-ში.

რომელი ჰოსტინგის პაკეტი ავირჩიო

  • Start (15 ₾/თვე) — ერთი პატარა საიტი, ლენდინგი ან პორტფოლიო.
  • Plus (20 ₾/თვე) — მცირე ბიზნესის საიტი ყოველდღიური სარეზერვო ასლით და საიტის უფასო გადმოტანით.
  • Business (35 ₾/თვე) — კორპორაციული საიტი ან ონლაინ მაღაზია, რამდენიმე პროექტი, პრიორიტეტული მხარდაჭერა.
  • Pro (70 ₾/თვე) — დიდი მაღაზია ან ბევრი პროექტი, ულიმიტო საიტებით და ელფოსტით.

პაკეტის გაზრდა ნებისმიერ დროს შეიძლება — მონაცემების დაკარგვისა და საიტის გათიშვის გარეშე.

რატომ WebStrategy-ს ჰოსტინგი

  • საიტსაც ჩვენ ვქმნით და ჰოსტინგსაც ჩვენ ვმართავთ — ერთი კონტაქტი ყველაფრისთვის;
  • სერვერი მორგებულია PHP/MySQL საიტებსა და ადმინ პანელებზე;
  • საიტის უფასო გადმოტანა სხვა ჰოსტინგიდან (Plus და ზემოთ);
  • ქართულენოვანი მხარდაჭერა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება;
  • 7-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია.

საიტი ჯერ არ გაქვს? გაეცანი საიტის დამზადების მომსახურებას და საიტის დამზადების ფასებს. დეტალური გზამკვლევი: როგორ ავირჩიოთ ჰოსტინგი საიტისთვის.

ხშირად დასმული კითხვები ჰოსტინგზე

რა არის ჰოსტინგი და რატომ მჭირდება?
ჰოსტინგი არის სერვერზე გამოყოფილი ადგილი, სადაც საიტის ფაილები, სურათები და მონაცემთა ბაზა ინახება. მის გარეშე საიტი ინტერნეტში ვერ გამოჩნდება — როცა ვიზიტორი შენს დომენს კრეფს, გვერდებს სწორედ ეს სერვერი უგზავნის.
ჰოსტინგის ფასი თვიურია თუ წლიური?
ფასები მითითებულია თვეზე: Start — 15 ₾, Plus — 20 ₾, Business — 35 ₾, Pro — 70 ₾. შესაძლებელია წინასწარ რამდენიმე თვის ან წლის გადახდაც — ამას ინვოისში დაგიზუსტებთ.
რომელი ჰოსტინგის პაკეტი ავირჩიო?
ერთი პატარა საიტისთვის ან ლენდინგისთვის საკმარისია Start. მცირე ბიზნესის საიტისთვის გირჩევთ Plus-ს, კორპორაციული საიტისა და ონლაინ მაღაზიისთვის — Business-ს, ხოლო დიდი მაღაზიისთვის ან რამდენიმე პროექტისთვის — Pro-ს. თუ არ ხარ დარწმუნებული, მოგვწერე და შეგირჩევთ.
შეგიძლიათ ჩემი საიტი სხვა ჰოსტინგიდან გადმოიტანოთ?
დიახ. Plus, Business და Pro პაკეტებში საიტის გადმოტანა უფასოა. ფაილებსა და ბაზას ვაკოპირებთ, საიტს ვამოწმებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვცვლით DNS-ს, ამიტომ საიტის მუშაობა არ წყდება და ელფოსტის ჩანაწერებიც შენარჩუნდება. Start პაკეტზე ან სხვა პროვაიდერთან გადატანა ცალკე მომსახურებაა — 100–250 ₾, სირთულის მიხედვით.
დომენი შედის ჰოსტინგის ფასში?
დომენი ცალკე რეგისტრირდება. თუ დომენი უკვე გაქვს, ჰოსტინგზე მიბმაში დაგეხმარებით; თუ ჯერ არ გაქვს, დაგეხმარებით სახელის შერჩევასა და რეგისტრაციაში.
შემიძლია პაკეტის შეცვლა მოგვიანებით?
დიახ, პაკეტის გაზრდა ნებისმიერ დროს შეიძლება — მონაცემების დაკარგვისა და საიტის გათიშვის გარეშე. ახალი ფასი მომდევნო გადახდის პერიოდიდან მოქმედებს.
SSL სერტიფიკატი უფასოა?
დიახ, ყველა პაკეტში შედის უფასო SSL სერტიფიკატი, რომელიც ავტომატურად ახლდება. საიტი HTTPS-ით გაიხსნება და ბრაუზერი მას დაცულად აჩვენებს.
შემიძლია ელფოსტის შექმნა ჩემს დომენზე?
დიახ. cPanel-იდან თავად შექმნი ელფოსტის მისამართებს, მაგალითად info@შენიკომპანია.ge. ელფოსტის რაოდენობა პაკეტზეა დამოკიდებული: Start — 5, Plus — 15, Business — 50, Pro — ულიმიტო.
რა ხდება, თუ ჰოსტინგი არ მომეწონება?
მოქმედებს 7-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია: თუ სერვისი არ დააკმაყოფილებს შენს მოლოდინს, პირველი 7 დღის განმავლობაში სრულად დაგიბრუნებთ თანხას — კითხვების გარეშე. კონტრაქტი და ფარული პირობები არ არსებობს.
როგორ ხდება გადახდა და რამდენ ხანში ჩაირთვება ჰოსტინგი?
შეავსე მოთხოვნის ფორმა — დაგიკავშირდებით და გამოგიგზავნით ინვოისს. გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით. გადახდის დადასტურების შემდეგ ჰოსტინგი ჩაირთვება და მიიღებ cPanel-ის წვდომას.

გჭირდება საიტიც და ჰოსტინგიც?

შევქმნით საიტს, განვათავსებთ ჩვენს ჰოსტინგზე და ვიზრუნებთ მის სტაბილურ მუშაობაზე.

მოითხოვე შეთავაზება
WhatsApp