
Tesla-ს სათადარიგო ნაწილების ონლაინ მაღაზია
Tparts
Tesla-ს სათადარიგო ნაწილების ონლაინ მაღაზია
Tesla Model 3-ისა და Model Y-ის ნაწილების ორენოვანი ონლაინ მაღაზია, პროდუქციის კატალოგით, დეტალური ძიებითა და კალათით.
პროექტის შესახებ
Tparts-ისთვის შევქმენით სპეციალიზებული ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს Tesla-ს შესაბამისი სათადარიგო ნაწილის მოძიებას უმარტივებს. საიტზე წარმოდგენილია ორიგინალი და ანალოგი ნაწილები, დაჯგუფებული ავტომობილის მოდელისა და პროდუქტის კატეგორიის მიხედვით.
მომხმარებელს შეუძლია ნაწილი მოძებნოს დასახელებით, SKU-ით ან OEM ნომრით, შეამოწმოს ფასი, მარაგი და თავსებადობა. დამატებით, VIN კოდით დახმარების გვერდი მომხმარებელს სწორი ნაწილის შერჩევაში კონსულტაციის მიღების საშუალებას აძლევს. ქართული და ინგლისური ვერსიები მაღაზიას სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
მთავარი ფუნქციონალი
- პროდუქციის კატალოგი
- ნაწილების დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით
- Tesla-ს მოდელისა და წლის მიხედვით შერჩევა
- ძიება დასახელებით, SKU-ით და OEM ნომრით
- პროდუქტის დეტალური გვერდი
- ნაწილების თავსებადობის ინფორმაცია
- ფასებისა და ფასდაკლებების ჩვენება
- მარაგის სტატუსის ჩვენება
- კალათაში პროდუქტის დამატება
- VIN კოდით დახმარების გვერდი
- ქართული და ინგლისური ვერსიები
- მიწოდების, დაბრუნებისა და გარანტიის გვერდები
- ხშირად დასმული კითხვები
- საკონტაქტო ინფორმაცია და რუკის ბმული
მსგავსი პროექტები

KH & PARTNERS — საერთაშორისო იურიდიული კომპანია
ბიზნესის სამართალი, დავები და საერთაშორისო იურიდიული მომსახურება
Travel To Georgia Tours — TTGT
ტურიზმი და ინდივიდუალური მოგზაურობები კავკასიაში
Fulverra — ბუნებრივი პროდუქტების ონლაინ მაღაზია
ბუნებრივი დანამატები, სუპერფუდები და კანის მოვლის პროდუქტები
